მამუკა მდინარაძე: სტერეოტიპული მიდგომებისგან უნდა გავთავისუფლდეთ

„სტერეოტიპული მიდგომებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, მათ შორის, იურიდიულ სფეროში“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ქვეყანაში სწორი სამართლებრივი პრაქტიკა უნდა დაინერგოს, რომ ერთი და სამი მოსმენით განსახილველი კანონპროექტები მაინცდამაინც ერთად არ უნდა განიხილონ.
ამასთან, მდინარაძე იმედოვნებს, რომ თითოეული სვლა, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი, ეკონომიკის გაჯანსაღებას მოხმარდება.
„სტერეოტიპული მიდგომებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, მათ შორის, იურიდიულ სფეროში. ბიუჯეტი ერთი მოსმენით მიიღება, თანმდევი კანონპროექტი – სამი მოსმენით. გარდა ამისა, თანმდევი კანონპროექტები ამოქმედებას ბიუჯეტს არ დაასწრებენ. აქედან გამომდინარე, არანაირი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არის. მათი ამოქმედების ვადები ერთმანეთს არ უსწრებს. სამართლებრივ პრობლემაზე საუბარი არაკვალიფიციურია”, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი გუშინ უყარეს და ბიუჯეტის პროექტი 102 მომხრე ხმით ათის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები