ისრაელის პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოკლე კაბების აკრძალვას აპროტესტებენ

ისრაელის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა და დეპუტატმა ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს – მათ მოკლე კაბების ტარების აკრძალვა გააპროტესტეს.
აქცია, რომელშიც 50–მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ გაიმართა, რაც პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელი მოკლე კაბების გამო დაცვამ შენობაში არ შეუშვა. როგორც „ბი ბი სის“ დეპუტატთა თანაშემწეების კავშირის წარმომადგენელმა, ასაფ გოლდფარბმა განუცხადა, მათ დაცვის თანამშრომლებმა  განუცხადეს, რომ ქვედა ბოლო მუხლზე 5 სანტიმეტრით მოკლე არ უნდა იყოს.
თავის მხრივ, როგორც კნესეტის პრესმდივანმა, იუტამ იაკირმა განაცხადა, ქალებისა და მამაკაცების დრესკოდის მიმართ მიდგომა ერთნაირია,  პარლამენტის შენობაში შესვლაზე უარი კი დეპუტატის მხოლოდ ერთ თანაშემწეს უთხრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები