ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია ახალი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება

სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შეთანხმება ხუთშაბათს უნდა შევიდეს ძალაში. მანამდე მიღწეული შეთანხმება, რომლის გარანტად რუსეთი და თურქეთი გამოდიოდნენ, მისი ძალაში შესვლის შემდეგ მალევე დაირღვა. შეთანხმების დარღვევაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.
აღმოსავლეთ ალეპოში ამჟამად 50 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 400–მდე ამბოხებული იმყოფება. ცნობისთვის, ოქტომბერში დაწყებული შეტევის შემდეგ, ამჟამად ასადის ძალები ალეპოს ტერიტორიის 90%–ზე მეტს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები