სახლი, რომელშიც ჰიტლერი დაიბადა, სახელმწიფოს გადაეცემა
ავსტრიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სპეციალურ კანონს, რომლის მიხედვითაც სახლი, სადაც 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, სახელმწიფოს გადაეცემა.
ამით ავსტრიის ხელისუფლებამ ამ ადგილას ნეონაცისტების შეკრებები უნდა აღკვეთოს. ამჟამად სამსართულიანი სახლი ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში ვინმე ჰერლინდა პომერს ეკუთვნის.
პომერი სახლის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია. ხელისუფლებამ მისგან სახლი იჯარით აიღო და თვეში 4 800 ევროს უხდის. მას შემდეგ, რაც ჰერლინდა პომერს სახლს იძულებით წაართმევენ, მას სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის.