ბიზნესმენებისგან მიღებული სექსთოჯინის გამო, ჩილეს ეკონომიკის მინისტრმა ბოდიში მოიხადა

ჩილეს ეკონიმიკის მინისტრს, ლუის ფილიპე სესპედესს, ბიზნესმენებისგან საჩუქრად მიღებული სექსთოჯინის გამო, ბოდიშის მოხდამ მოუწია. ეს საჩუქარი მას ქვეყნის მეწარმეთა და ექსპორტიორთა ტრადიციული საშობაო ვახშმის დროს გადასცეს. მინისტრს ასოციაციის ხელმძღვანელმა, რობერტო ფანტუჩიმ თოჯინა გადასცა, რომელსაც ჰქონდა წარწერა – „ეკონომიკის სტიმულირებისთვის“. ეკონომიკის მინისტრის რეაქციამ, რომელიც იღიმოდა, ქვეყნის პრეზიდენტი – მიშელ ბაჩელეტი აღაშფოთა.
„იმას, რაც მეწარმეთა ასოციაციის ვახშამზე მოხდა, ჩვენ გაგებით ვერ მოვეკიდებით. ეს არის ქალების დამცირების გამოხატვა, ხოლო ქალთა უფლებების დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი პრიორიტეტია“, – დაწერა ბაჩელეტმა ტვიტერში. პრეზიდენტის აღშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაიზიარეს. ამის შემდეგ მინისტრმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და მისი ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები