აშშ–ში ერთ–ერთი პირველი კონფლიქტოლოგი ტომას შელინგი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტომას შელინგი გარდაიცვალა. ის ნობელის პრემიის ლაურეატი და დიპლომატიური სტრატეგიის თემატიკაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევრის ავტორი იყო.
შელინგმა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 2005 წელს მიიღო, თუმცა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები „ცივი ომის“ პერიოდშია დაწერილი. 1960 წელს მან თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – „კონფლიქტის სტრატეგია“ დაწერა, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები