“ბრიტანეთის ავიახაზების” ბორტგამცილებლები გაიფიცებიან

ავიაკომპანია „ბრიტანეთის ავიახაზების“ (“British Airways”) ბორტგამცილებლებმა, სპეციალურ კრებაზე, მხარი დაუჭირეს გაფიცვის ჩატარებას ხელფასების მომატების მოთხოვნით. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შეკრებაში ავიაკომპანიის 2 ათასამდე თანამშრომელი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, ლონდონის აეროპორტში 21 დეკემბერს გაიმართება. გაფიცვის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2010 წლის შემდეგ დასაქმებულ პერსონალს დაჰპირდნენ, რომ მათი წლიური შემოსავალი 21 –25 ათასი ფუნტი იქნებოდა, მაგრამ რეალურად, ისინი წელიწადში 12 ათას ფუნტს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები