ალეპოში მძიმე ბრძოლები განახლდა

სირიის ქალაქ ალეპოში, სადაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ შენაერთებს შორის სამშვიდობო შეთანხმება მოქმედებდა, მძიმე ბრძოლები განახლდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საბრძოლო მოქმედებებში დაპირისპირებული მხარეები მძიმე ტექნიკას, არტილერიას და ავიაციას იყენებენ.
სირიის სამთავრობო ძალების ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ოპოზიციურმა შენაერთებმა დაარღვიეს. ამის გამო ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.
თავის მხრივ, დასავლეთი რუსეთსა და ბაშარ ასადის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მორის ჯონსონმა განაცხადა, რუსეთი ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები