გოგა ონიანი: პარტიის იურისტობიდან ჩემი დათხოვნა ყველაზე ნაკლები მნიშვნელობისაა

ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბევრი ”საკამათო” გადაწყვეტილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პარტიის წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ონიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
”არ ვთვლიდი საჭიროდ შევხებოდი ჩემი გათავისუფლების საკითხს, მაგრამ სერგო რატიანმა რადგან ისაუბრა, მოკლედ ვიტყვი – ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბევრი ”საკამათო” გადაწყვეტილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პარტიის წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება. ჩემი პარტიის იურისტობიდან და ბიჭების სხვადასხვა პოზიციებიდან დათხოვნა ყველაზე ნაკლები მნიშვნელობისაა. მთავარია, ყრილობამ 20 იანვარს დაადასტუროს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მტკიცე, გაჯანსაღებული, პარტიული სტრუქტურით უახლოეს მომავალში ჩამოვშლით ოლიგარქის რეჟიმს, რომელიც დღითიდღე აღარიბებს და არსებობის საშუალებას არ უტოვებს საქართველოს მოსახლეობას”, – წერს ონიანი.
ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“. თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ ეს პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ სერგო რატიანის განცხადებით, პარტიაში თავს ფუფუნების უფლებას ვერ მისცემენ და ცენტრალური ოფისი ბევრად უფრო მეტად უნდა შემცირდეს და მეტი ყურადღება რეგიონებზე გამახვილდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები