ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებისთვის მზად არის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციებისთვის მზად არის. კობახიძემ აღნიშნული შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძისგან მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმის დროული გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.
”ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დროულად გახსნა, რაც შეიძლება მალე გახსნა. მზად ვარ განვიხილო ეს საკითხი თქვენთან ერთად. თუ საჭირო იქნება თუნდაც სხვადასხვა ფორმატის ამოქმედება იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საქმეში, მზად ვარ კონსულტაციისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, გივი თარგამაძე დაზარალებულად მხოლოდ ერთი კვირის წინ სცნეს და საქმის მასალების გასაცნობად დღეს დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები