გელათის ტაძარში წყალი ჩავიდა

ქუთაისში, გელათის ტაძარში სახურავიდან წყალი ჩავიდა. ეკლესიაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები თანმიმდევრულად მიმდინარეობს. როგორც „კვირას“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ განუცხადა, წყალმა ტაძრის იმ მონაკვეთში გაჟონა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
ანთიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ტაძარს ზიანი არ მიადგა.
„ის, რომ ტაძარში წყალი ჩავიდა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩვენ ინფორმირებულები ვართ შემთხვევის წუთიდანვე და მივმართავთ ყველანაირ პრევენციულ ზომებს. წყლის გაჟონვის მასშტაბები არ გაიზრდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახურავის სრულ შეკეთებას, რომელიც არის 1600 კვადრატული მეტრი. იმ ადგილას, სადაც წყალმა გაჟონა, ჯერ სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა. ეს არის რუსული პერიოდიდან გადახურული და თავისთავად დაზიანებულია. ჩვენი სამსახური რეაბილიტირებულ გელათს მოსახლეობას, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოსთვის წარუდგენს“, – განაცხადა ნიკა ანთიძემ „კვირასთან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები