დავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 11 დეკემბერს, სტამბოლის ცენტრში მომხდარი მორიგი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. დავით ნარმანია თბილისში, თურქეთის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ბოლო ტერორისტული აქტის გამო, რასაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, გახშირდა მსგავსი მოვლენები. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთობლივი ძალებით და გვერდში დგომით თუ აღვუდგებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას და გამოვხატავთ გვერდში დგომის სურვილს ამ ძნელბედობის ჟამს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები