ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, კობა ხაბაზი და გიორგი ონიანი შიდაპარტიულ შემცირებაში მოყვნენ

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, კობა ხაბაზი, გიორგი ონიანი და რამდენიმე სხვა პირი ენმ-ს შიდაპარტიულ შემცირებაში მოყვნენ. შესაბამისი შინაარსის პოსტს თაქთაქიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„კობა ხაბაზი – „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე, ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში (!!!!!) ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი, გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე, ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია! ძალიან დიდი სირცხვილი!“ -წერს თაქთაქიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები