თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს

ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ. ამ მომენტისთვის მგზავრთა გადაყვანა არ ხდება ვარკეთილი, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებიდან.
როგორც “კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია – კონკრეტულად კი საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრები ვაგონებიდან გამოიყვანეს და პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები