გიგლა აგულაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს – ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის გარემოს, მიწისა და ზღვის სამინისტროს შორის კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის ინიცირება მოახდინა იტალიის მხარემ და დიპლომატიური არხების საშუალებით ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის პირველი პროექტი წარმოადგინა.
შეხვედრაზე ევროკავშირის სხვადასხვა მექანიზმებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს, როგორებიცაა Twining და TAIEX .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები