„მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს დაბრუნდება საქართველოში“

„თავისუფალი ზონის’’ ყოფილი წევრი და უკვე ახალი ორგანიზაციის ‘’თავისუფლების დაცვის ცენტრის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ კოხრეიძე ეხმაურება “თავისუფალი ზონის’’ ყრილობასა და ვიდეოკონფერენციას მიხეილ სააკაშვილთან.
მარიამ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში დასრულებულია.
‘’სასაცილოდ მეჩვენება პირადად მე და ზოგადადაც, სასაცილოა, რასაც აცხადებს გაკოტრებული სააკაშვილის პოლიტიკური სატელიტი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“. ჯერ იყო სააკაშვილის ავადმყოფური იდეები, რომელშიც “თავისუფალი ზონის” ღირსეულმა წევრებმა, რომლებსაც მართლა გვაწუხებდა საქართველოს ბედი, ვამხილეთ იგი. ‘’ქართველმა ხალხმა’,’ რომელი ფრაზითაც მიხეილ სააკაშვილი მანიპულირებდა, მართლაც ღირსეულმა ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს დაბრუნდება საქართველოში. სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რომელიც “თავისუფალი ზონის” ყრილობაზე მოხდა, ჩართვა ჰქონდათ სააკაშვილთან და ახალ “ზღაპრებზე” ესაუბრა ხალხთან. რეალურად იქ შეკრებილი ხალხიდან, ალბათ, 14 იქნებოდა “თავისუფალი ზონის” რეალური წევრი. ასეთ სიცრუეში არიან და კიდევ გავიმეორებ : ქართველმა ხალხმა, სააკაშვილს და მის კრიმინალურ გუნდს გასცა პასუხი. “ნაციონალური მოძრაობა” დასრულებულია. მე და ჩემი მეგობრები ახალი პლატფორმით ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და ვიძლევი გარანტიას, არასოდეს გავიხსენებ ამ მარგინალურ პოლიტიკოს სააკაშვილს და მის კრიმინალ გუნდს”, – აცხადებს მარიამ კოხრეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები