ცილისწამება და შეურაცხყოფა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გახდეს.
“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად, წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით,  ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით.
“წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება, ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება – ისჯება ორიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით”, – აღნიშნულია პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები