მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი კავშირის შექმნას არ გამორიცხავს

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა, შესაძლოა, ძველ საზღვრებში ახალი კავშირი შექმნან. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა განუცხადა.
„კავშირი, რომელიც შეიქმნება ნებაყოფლობით, ძველ საზღვრებში, მე სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. საბჭოთა კავშირის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ახალი კავშირის შექმნა – კი“. – განაცხადა მან. გორბაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლაზე თავის წილ პასუხისმგებლობას არ იხსნის. „ჩემი სინდისი სუფთაა. მე საბჭოთა კავშირს ბოლომდე ვიცავდი“ – განაცხადა გორბაჩოვმა და დაამატა, რომ სსრკ-ს რეფორმირება შესაძლებელი და აუცილებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები