გაეროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში 82 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გაეროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა და ირანელმა მოხალისეებმა ალეპოში 82 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. „ბი ბი სის“ ცნობით, შეიარაღებული პირები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფ ადამიანებს ხოცავენ.
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ოფიციალური წარმომადგენლის, რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, ეს ფაქტები ბაშარ ასადის ძალების მიერ დაკავებულ რაიონებში დაფიქსირდა. ცნობისთვის, ბაშარ ასადის ძალებმა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი დაიკავეს, რომლებსაც მანამდე ოპოზიციური შენაერთები აკონტროლებდნენ, თუმცა ქალაქის რამდენიმე რაიონი კვლავ ამბოხებულების ხელში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები