მამაკაცს, რომელმაც გეი-პარტნიორი დაანაწევრა, ინგლისში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ინგლისში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს იტალიის მოქალაქე სტეფანო ბრიცის, რომელმაც გეი-პარტნიორი დაანაწევრა.  ბრიცის გეი-პარტნიორი პოლიციელი იყო. მკვლელმა ცხედარი დაანაწევრა და შემდეგ მჟავაში მის განადგურებას ცდილობდა.
ბრიციმ სასამართლოს სხდომაზე დანაშაული აღიარა. ასევე მან განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
50 წლის სტეფანო ბრიციმ თავისი პარტნიორი, 59 წლის პოლიციელი გორდონ სემპლი გეების საიტის მეშვეობით გაიცნო. სექსის წინ მათ ნარკოტიკული საშუალებები მიიღეს. სქესობრივი აქტის დროს პოლიციელი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები