ტრამპმა შიდა უსაფრთხოების ახალი მინისტრი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე გადამდგარი გენერლის, ჯონ კელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, კელიმ უნდა შეასრულოს არალეგალური მიგრაციის აღკვეთის და საზღვრების დაცვის მნიშვნელოვანი მისია“.
კელი 2012 წლამდე აშშ-ის სამხრეთის მიმართულების მეთაურობას ედგა სათავეში, ხოლო 2016 წელს ის გადადგა და 45-წლიანი სამხედრო კარიერა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები