თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირისთვის 235 ადამიანი დააკავეს

თურქეთში 235 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან„ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თურქეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციები ქვეყნის 11 პროვინციაში ჩატარდა. პოლიციას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა დაკავებები სტამბულში კვირას მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული, რომლის დროსაც 44 ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება სტამბულში ბეშიქთაშის რაიონში საფეხბურთო სტადიონის მახლობლად მოხდა. თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ხოლო შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა. დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები