რუსეთში, აბორტის გასაკეთებლად, ექიმს სპეციალური ლიცენზიის მიღება დასჭირდება

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აბორტების გასაკეთებლად, ექიმებს სპეციალური ლიცენზიის მიღება დასჭირდებათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.  რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა, რომელიც ძალაში ერთ წელიწადში შევა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ სალაგაიმ განაცხადა, რომ უწყებას სურს იმ საავადმყოფოების სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, რომლებიც აბორტებში თანხებს იღებენ. დღეს რუსეთში აბორტების დაფინანსება სამედიცინო დაზღვევით ხდება, რაც საზოგადოების ნაწილის და რელიგიური ორგანიზაციების კრიტიკას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები