არჩილ თალაკვაძე ციტრუსის მოსავალთან დაკავშირებით სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატმა +ციტრუსის მიმღები კომპანიებისა და სარეალიზაციო პუნქტების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და მოსავლის აღება/რეალიზაციასთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
,,ციტრუსი, სოფელ ნატანებში, არაერთი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა. ადგილობრივი მოსახლეობა დამიკავშირდა და ჩამოვედი სოფელში, რათა პირადად შევხვედროდი მათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტაბი აქტიურად მუშაობს და უკვე მოგვაწოდა განახლებული ინფორმაცია, რაც ძალიან დაგვეხმარება მოსავლის რეალიზაციისთვის ოპტიმალური გზების შერჩევაში’’, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სოფელი ნატანები გურიაში, ტრადიციულად, ციტრუსის მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. წელიწადის ამ დროს მოსახლეობა მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის უხვ მოსავალს იღებს და მის რეალიზაციას ეწევა.
15350623_10154235733359779_6884833157528835811_n 15350436_10154235733369779_3216782586333748443_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები