ფილიპინელმა ისლამისტებმა ორი ინდონეზიელი მძევალი გაათავისუფლეს

 

ფილიპინელმა ისლამისტმა „ბოევიკებმა“ ორი ინდონეზიელი მძევალი გაათავისუფლეს,  რომლებიც მათ 6 თვის წინ გაიტაცეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ფილიპინელმა სამხედროებმა აცნობეს, მძევლები დაჯგუფება “აბუ საიაფის“ „ბოევიკებმა” მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს და „ბოევიკებს“ მოქმედების არეალი შეუმცირდათ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი მძევალი იმ 7-კაციან ჯგუფში იყო, რომელიც ტერორისტებმა მიმდინარე წლის ივნისში ტყვედ აიყვანეს.
დანარჩენთა ბედის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები