ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს უსამძიმრებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
”გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად მუშაობდა საქართველოს პარლამენტთან, პირველი არხის ჟურნალისტი, ოპერატორი, ახალგაზრდა გოგონა, სოფო ბობოხიძე, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ახლობლებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები