ისრაელის პრემიერი აპირებს დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ მან ირანთან ბირთვული გარიგება გააუქმოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანთან ბირთვული გარიგება გააუქმოს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია „სი-ბი-ესი“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მას აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან უთანხმოება მრავალ საკითხზე ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ცნობილი – ირანთან გაფორმებული „ბირთვული გარიგება“, რომელსაც ისრაელის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე გაფორმებულ შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაცრად აკრიტიკებდა და მას „ყველაზე ცუდ შეთანხმებას უწოდებდა, რომელიც ოდესმე იყო გაფორმებული”.
გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპს ირანსა და 6 ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ჩაშლის უფლებას არ მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები