ირაკლი კობახიძე: ბიუროების საშუალო დაფინანსება შემცირდება, თუმცა ბიუროების რაოდენობა გაიზრდება

იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარების არჩევასთან დაკავშირებული საკითხი შეიცვალა, დღის წესრიგში დადგა მაჟორიტართა ბიუროების ბიუჯეტის შესაძლო გაზრდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტართა ბიუროების საშუალო დაფინანსება შემცირდება, თუმცა გაიზრდება ბიუროების რაოდენობა. მისივე თქმით, ჯამში ბიუროების ბიუჯეტი არ შეიცვლება და იგივე დონეზე დარჩება.
“იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარების არჩევასთან დაკავშირებული საკითხი შეიცვალა, დღის წესრიგში მაჟორიტართა ბიუროების ბიუჯეტის შესაძლო გაზრდა დადგა. საბოლოო ჯამში, იმ რელობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან არის დაკავშირებული, ჩვენ მაჟორიტართა ბიუროების დაფინანსების განსხვავებულ მოდელზე შევჯერდით – რეალურად ბიუროების საშუალო დაფინანსება შემცირდება, თუმცა ბიუროების რაოდენობა გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ბიუროების ბიუჯეტი არ შეიცვლება და დარჩება იგივე დონეზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები