ირაკლი კობახიძე: 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება

ბიუჯეტის პროექტმა დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, მთავრობის საბიუჯეტო ინიციატივები ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს პასუხობს. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოდგენლებმა შეაფასეს.
“ბიუჯეტის პროექტი უკვე შეფასდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის მსოფლიო ბანკის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მიერ. ამ პროექტმა დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასება. ბიუჯეტის პროექტთან, ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, დისკუსია და ჩამოვყალიბდით საერთო პოზიციაზე, რომ ჩვენი მხრიდან ეკონომიკურ გეგმას და ბიუჯეტის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება, რადგან ორივე პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები