ირანი 80 ერთეულ „ბოინგს“ შეიძენს

ირანის სახელმწფო ავიაკომპანია Iran Air-მა კონცერნ „ბოინგთან“ ხელშეკრულება გააფორმა 80 ავიალაინერების შეძენის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კონტრაქტი 10 წლით გაფორმდა. ის „ბოინგ 737 MAX 8“-ის 50 ერთეულის შეძენას ითვალისწინებს,  ასევე ირანული გადამზიდავი  15 ერთეულ  „ბოინგ777-300 ER“-ს და 15 „ბოინგ 777-9“-ს შეიძენს.
ეს უმსხვილესი გარიგებაა ირანსა და აშშ-ის კომპანიას შორის 1979 წლიდან, როდესაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. ხელშეკრულების ოდენობაა 16,6 მლრდ დოლარი და მას აშშ-ის მთავრობამ მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, 2015 წელს ირანსა და „ექვსეულს“ შორის გაფორმებული შეთანხმება ბირთვული პროგრამის დახურვის შესახებ თეირანის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები