აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ერაყის ხელისუფლებასთან ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია განიხილა 

ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია განიხილა, ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა. კარტერი ერაყის პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ აბადის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ერაყის და ქურთისტანის ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.
მოსულის აღება, რომელიც ერაყის სიდიდით მესამე ქალაქია, აბადის მთავრობის უპირველესი ამოცანაა. ქალაქის უდიდეს ნაწილს ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს რამდენიმე მხრიდან დაიწყო, თუმცა ქალაქის აღებას ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთი მოხალისეები ვერ ახერხებენ. კოალიციურმა ძალებმა ქალაქის მეოთხედის აღება მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები