სტამბოლში სტადიონის მახლობლად გუშინ მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს (ფოტოკოლაჟი)
თურქეთში 10 პირია დაკავებული, რომლებიც სტამბოლში საფეხბურთო სტადიონის მახლობლად ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.
ცნობისთვის, ორი აფეთქება სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში მოხდა. დაიღუპა 38 ადამიანი, მათ როის 30 პოლიციელი. 160-მდე ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, ხოლო შემდეგ – თვითმკვლელი ტერორისტი.
პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტები, სავარაუდოდ, ქურთმა ექსტრემისტებმა მოაწყვეს. თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა.