საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების განხილვას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ბინ აბდულა, ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების განხილვას გეგმავს“, – იუწყება სამინისტრო.