გიორგი მარგველაშვილი კაიროში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაიროში კოპტების ქრისტიანულ ტაძართან მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ კაიროში კოპტების ქრისტიანულ ტაძართან მომხდარი აფეთქების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხს“, -აღნიშნავს პრეზიდენტი.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა.