გიორგი კვირიკაშვილი: მკაცრად ვგმობთ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარ აფეთქებების სერიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს გმობს.
“მკაცრად ვგმობთ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას, 
ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახალ მსხვერპლთა ოჯახებთან არის”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი “ტვიტერზე”.
სტამბოლში ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ “ბეშიქთაშის” სიახლოვეს ორი აფეთქება განხორციელდა.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთაგან 27 პოლიციელია. დაშავებულია 166 ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით 10 ეჭვმიტანილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები