დავით სერგეენკო: პარლამენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობებისთვის მზადაა

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილ ხმაურთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით, ფართო მსჯელობებისთვის, მზადაა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ეს საკითხი, საქმიან ვითარებაში სპეციალისტთა განხილვის თემა უნდა გახდეს.”
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარიხუანასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას, მხოლოდ მოხმარება, გასაღება თუ ა.შ. მე მჯერა, რომ ეს უნდა განიხილონ ამ დარგის სპელციალისტებმა საქმიან ვითარებაში. რამდენადაც ვიცი, პარლამენტი ამ ფართო მსჯელობებისთვის, მზადაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ, გუშინ “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ორი პირი დააკავეს. შეკრებილები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპრტოტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები