გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.
დეკლარაციის სულისკვეთებამ გააერთიანა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები. მას შემდეგ ყველა თანამედროვე საზოგადოება იმის მიხედვით ზომავს თავისი განვითარების ხარისხსს, თუ რამდენადაა რეალიზებული უმთავრესი ეთიკური პრინციპი: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ადამიანის უფლებები ზოგადად – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს. მხოლოდ მისი სრულად აღიარების, პატივისცემისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება.
საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამ ფასეულობათა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოული წევრის საქმეა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც“, – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები