რატომ არ ჭამენ გუფთას თელაველი ბავშვები – გამგებელი კვების რაციონის შეცვლის მიზეზებს განმარტავს

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თეონა მიქელაძე თანამდებობაზე რჩება. როგორც „კვირას“ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თელავის საბავშვო ბაღების კვების რაციონის შემცირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საბავშვო ბაღების კვების რაციონში გუფთა შეიცვალა კოტლეტით და ეს გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან ერთად გადაწყდა. 15451352_1324973140858509_1372767600_n
„რატომ უნდა დაისაჯოს თანამშრომელი, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სიცრუე გავრცელდა. ზოგადად, თელავის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან, საბავშვო ბაღები იყო პრიორიტეტი. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კვების ხარისხი გაუმჯობესებულიყო.
ამჟამად საბავშვო ბაღებში დამტკიცებული მენიუს მიხედვით, ხორცი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვებს გუფთის სახით მიეწოდებოდათ, შეიცვალა იგივე რაოდენობის, იგივე კალორიული ხორცით, ოღონდ კოტლეტის სახით. შეიცვალა, მხოლოდ მომზადების წესი და ფორმა.
ეს ამბავი მოჰყვა, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კვების რაციონიდან ამოღებულია ხორცპროდუქტი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არ შეცვლილა კვების რაციონი, არც რძის პროდუქტები არის ამოღებული, არც ხორცი, ერთადერთი შეიცვალა გუფთა კოტლეტით, იგივე რაოდენობის ხორცი მიეწოდება ბავშვებს. ესეც იმიტომ მოხდა, რომ საბავშვო ბაღების გამგეების მიერ იყო შემოთავაზებული წინადადება, რადგანაც ბავშვები წვნიანს გუფთის სახით არ მიირთმევდნენ და ხშირად იყრებოდა პროდუქტი. გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ, გუფთა კატლეტით შეგვეცვალა,“ – აღნიშნა აპოლონ მიქელაძემ.
„კვირა“ აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს თეონა მიქელაძესაც დაუკავშირდა. თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა თელავის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა და გადაწყვეტილების მიმღები ჩინოვნიკის გათავისუფლება მოითხოვა. პრემიერის თქმით, ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, თუმცა მან ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს საკითხის გარკვევა დაავალა.
„არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანმდებობაზე. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. არ არის აუცილებელი მე-10 ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ინფორმაცია თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში ბავშვებისთვის კვების რაციონის შემცირების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. როგორც სერგეენკომ განმარტა, რამდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, რადგან ბავშვებს ასე ესიამოვნათ.
თელავის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის წელიწადში 400 ათასი ლარია გამოყოფილი. სახელმწიფოს ბაღების შენახვა თვეში 32 ათასი ლარი უჯდება. საქართველოში მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, სახელმწიფო საბავშვო ბაღის 1 აღსაზრდელზე თვეში 25 ლარს ხარჯავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები