”ჩვენი აპარატი მუშაობს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო სტრატეგია გვქონდეს თანამოქალაქეებისთვის“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი საინფორმაციო სტრატეგია არსებობდეს.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
”ჩვენი აპარატი მუშაობს იმაზე, რომ ერთგვარი საინფორმაციო სტრატეგია გვქონდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით და ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად ვგეგმავთ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობასთან დეტალური ინფორმაცია იმ ელემენტების თაობაზე, რომელიც მათ აუცილებლად გამოადგებათ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები