გიგლა აგულაშვილი: თბილისის ეროვნულ პარკში მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს და იმედი მაქვს, ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება

თბილისის ეროვნულ პარკში მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს და იმედი მაქვს, ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
აგულაშვილის ინფორმაციით, ბრაკონიერებს გადააწყდნენ სამინისტროს რეინჯერები და დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელი, რის შემდეგაც ბრაკონიერები არ დაემორჩილნენ სიტყვიერ გაფრთხილებას.
„ჰაერში ოთხჯერ განხორციელებული გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ესროლეს ჩვენს თანამშრომელს, შემდეგ ჩვენმა თანამშრომელმა ესროლა ერთ-ერთ ბრაკონიერს. ის დაიჭრა, ტყვიამ გაიარა რბილ ქსოვილებში. დაზიანება არ არის მძიმე – მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა რადგან რბილ ქსოვილებში გაიარა ტყვიამ, ამიტომ ვვარაუდობ, რომ დაზიანება მძიმე არ არის. შემდგომ დაჭრილი ბრაკონიერი და რეინჯერი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გამოძიება დაწყებულია. პროკურატურა იძიებს საქმეს და იმედი მაქვს, ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება“, -განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები