„შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა“

საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შენარჩუნდება, ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, უბრალოდ შეიცვლება პრინციპები, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ბიუჯეტის პროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ზოიძემ განმარტა, შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა.
„საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შენარჩუნდება. ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, უბრალოდ შეიცვლება პრინციპები და შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა. ასევე მოხდება პროგრამის ოპტიმიზაცია. იქ საუბარია შერჩევით კონტრაქტირებაზე, დაფინანსების მეთოდის ცვლილებაზე და ა.შ. – ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე. ეს არის ის, რომ საყოველთაო დაზღვევა ხარჯეფექტიანი გახდეს და ამის ხარჯზე ჩვენ ყველაზე ღარიბ მოქალაქეებს გავუზრდით მომსახურების პაკეტს, რომელშიც შევა მედიკამენტები და მათი დაფინანსება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები