დავით სერგეენკო: ჩვენი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება

ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება, ეს არ ყოფილა და არც იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ზოგადად სამინისტროებში ადმინისტრაციული და სახელფასო ანაზღაურების 10% -იანი კლებაა მოსალოდნელი.
„ჩვენ საკმაოდ გამოწურული ბიუჯეტი გვქონდა, მაღალი ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც არ გვქონდა. ახლა ვგეგმავთ დაზოგვები განვახორციელოთ ჯამურ ბიუჯეტში იმისთვის, ვინც მართლა ეფექტურად მუშაობს 10%-იანი კლება არ მოხდეს, არამედ შევქმნათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ სხვა მიმართულებით დაზოგილი თანხები დავუბალანსოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყებაში პერსონალი არ შემცირდება.
„ჩვენი პირდაპირი ამოცანა არ არის თანამშრომლების შემცირება. არავითარ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა და არც იქნება. ბიუჯეტის პარამეტრებმა კიდევ უფრო დაგვაჩქარებინა იმ ინსტრუმენტების ამუშავება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით გაზომავს თანამშრომლების მუშაობის შესრულებას. ვფიქრობ, თანამშრომელთა შემცირება არ იქნება, ან თუ იქნება, ერთეულ შემთხვევებში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები