„2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ეკონომიკურად აქტიურ ნაწილებში იზრდება დაფინანსება“

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ეკონომიკურად აქტიურ ნაწილებში იზრდება დაფინანსება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ამ ყველაფერს თან ერთვის ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომლებიც მისი თქმით, თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმებთან.
„2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ეკონომიკურად აქტიურ ნაწილებში იზრდება დაფინანსება, თანაც იმ ფონზე, როცა სოციალური და ჯანდაცვის ვალდებულებები ნარჩუნდება და კიდევ უფრო ძლიერდება. მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ამ ყველაფერს თან ერთვის ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომლებიც თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიუჯეტის ამ კონფიგურაციას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები