ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება

ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურება – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ჯამში 450 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წარმოების რეალიზაციის ჯაჭვის – სასაწყობე, სამაცივრე მეურნეობების და იმ მნიშვნელოვანი რგოლების განვითარებას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველომ სრულად აითვისოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაძლებლობები.
„ვფიქრობთ, ეს არის ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთხელ დადასტურება და გილოცავთ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები