“დათა ახალაიას ადვოკატი – ირაკლი ზაქარეიშვილი ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს“

„დათა ახალაიას ადვოკატი – ირაკლი ზაქარეიშვილი ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი ოთარ კახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც კახიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად იდენტიფიცირებული ჯგუფები „ფეისბუქზე“ სვამენ საკითხს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ერთ მხარეს არის ბაქრაძე-ბოკერიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და ენმ დეპუტაციის დიდი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეს დათა ახალაიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და რამდენიმე დეპუტატი.
„დათა ახალაიას ადვოკატი – ირაკლი ზაქარეიშვილი ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს და აცხადებს, რომ მე და ჩემი კოლეგა დეპუტატები ვართ “ცუციკები”, “ეფესბეს აგენტები” და “ივანიშვილთან შეკრული” ხალხი. საგულისხმოა, რომ მის ბრალდებებს არ გაემიჯნა პოლიტსაბჭოს ნაწილი, როცა ამაზე განცხადება იქნა მიღებული. თან იგივე ჯგუფი ერთი-ერთში იმეორებს “ასავალ-დასავალის” სტილის ბრალდებებს ენმ-ს ლიდერების მიმართ – კორუფციაზე, 7 ნოემბერზე, მოლაშვილსა და ა.შ. იგივე სურათია ენმ-ს სამეგრელოს დეპუტაციაზე (გუნავა, ქებურია, დამენია) თავდასხმების კუთხით, იქაც დათა ახალაიას ჯგუფი აქტიურობს. მიშა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან კანონი ამას კრძალავს. შესაბამისად, ყრილობაზე დათა ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჩაიბარებენ პარტიის მართვის სადავეებს, ხოლო თავმჯდომარის პოსტი დარჩება ვაკანტური. “საინტერესო” პერსპექტივაა პარტიის განვითარების თვალსაზრისით”, – წერს კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები