ვინ არის თეა წულუკიანის რჩეული
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. მისი რჩეული საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. კაკულია სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.
მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია – კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.