აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ სანქციები 10 წლით გააგრძელა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ირანის წინააღმდეგ 10 წლით სანქციების გაგრძელების შესახებ. კანონის მიხედვით, თუ რომელიმე ამერიკულმა კომპანიამ ირანში ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა, ის დაჯარიმდება.
მანამდე კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი. ახლა კანონს პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოაწეროს ხელი.
ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ კანონის მიღება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ არღვევს, ვინაიდან ის მრავალი წლის წინ დაწესებული სანქციების გაგრძელებაა.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას 1915 წელს 6-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. სანქციების ეტაპობრივი მოხსნის სანაცვლოდ, თეირანმა, ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტები დაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები