ტრამპი აშშ-ის თავდაცვის მდივნად ჯეიმს მეტისს დანიშნავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ის საზღვაო ქვეითთა გენერალ ჯეიმს მეტისს დანიშნავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ის ყველაზე კარგი ვარიანტია,“ – განაცხადა ტრამპმა ოჰაიოს შტატში ტურნეს ფარგლებში.
ტრამპის თქმით, ოფიციალურად ამის შესახებ ის 5 დეკემბერს განაცხადებს.
66 წლის მეტისი ბევრ სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის „უდაბნოს ქარიშხალში“ მონაწილეობდა. სამხედრო ოპერაციები გენერლის მონაწილეობით ერაყსა და ავღანეთში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები