ბალტიმორში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მაღაზიის მახლობლად მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამჟამად მისი დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები