მარტინ შულცი გიორგი კვირიკაშვილს: ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში

ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში, ასე რომ, გილოცავთ – ამ სიტყვებით ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მიმართა.
საქართველოს პრემიერმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
“დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, პირველი შეხვედრა პირისპირ, რადგანაც მანამდე გვქონდა ძალიან ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაცია. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, მართლაც ღირსშესანიშნავი შედეგებით. ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში. ასე რომ, გილოცავთ!“, – აღნიშნა მარტინ შულცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები